ჩვენ ვართ კომპანია "ავე" , რომელიც წარმოადგენს პროფესიონალი ადამიანების საზოგადოებას.ჩვენს მიერ დამზადებული ავეჯის ნახვა შესაძლებელია უამრავ სახელმწიფო დაწესებულებაში, კერძო კომპანიების ოფისებში, სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიებში, საავადმყოფოებში, საცხოვრებელ სახლებში და სხვა მრავალ სივრცეში. კომპანიაში თავმოყრილია ადამიანები, რომლთა შერჩვევა მოხდა წარსული გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და საქმისადმი სიყვარულით, საქმისა რომელიც თქვენ სახლებსა და ოფისებში ქმნის კომფორტულ გარემოს. კომპანია დაფუძნებულია ადამიანების მიერ, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება ავეჯის წარმოებაში. ვამზადებთ ყველანაირი ტიპის დიზაინის ფორმისა და სირთულის ავეჯს უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით. შეგვიძლია რეალობაში მოვიყვანოთ თქვენს წარმოსახვაში დაბადებული ნებისმიერი იდეა. ასევე ჩვენი დიზაინერი დაგეხმარებათ დიზაინის ფერებისა და მასალის შერჩევაში, რათა მაქსიმალური კომფორტისათვის იქნას ათვისებული თქვენი საცხოვრებელი თუ სამუშაო სივრცე. ჩვენთვის მთავარია განვითარება და ღია ვართ ნებისმიერი ტიპის ახალი ინოვაციური იდეისათვის.ყოველი ახალი საქმე გამოწვევაა, რომელსაც მთელი პასუხისმგებლობითა და ინეტერესით ვეკიდებით. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული მომხმარებელი და მათი შეფასება.